სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩინეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შეინარჩუნონ კონსტრუქციული მიდგომები ქვეყნებს შორის ნდობის ატმოსფეროს შესაქმნელად, - ინფორმაციას მედია საშუალებები სომხეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„ფაშინიანმა და ერდოღანმა ხაზი გაუსვეს კონსტრუქციული მიდგომების შენარჩუნების აუცილებლობას ურთიერთნდობის ატმოსფეროს შესაქმნელად და რეგიონული კომუნიკაციების განვითარების მიზნით“, - აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ipn.ge