ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი გაიზარდა 0,02 – 1,46 ევროთი/ლიტრაზე,  დიზელის საწვავის საშუალო  ფასი  არ შეცვლილა -  0.00 – 1,39  ევროთი/ლიტრაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი  ნიდერლანდებში, დანიაში და ისლანდიაშია. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.

"31 ივლისის მდგომარეობით, ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 2,13 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2.30 ევროს, დიზელის საწვავი - 1,91 ევროს; ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,76 ევროს,  A-98 მარკის ბენზინი - 1,97 ევროს, დიზელის საწვავი - 1,70 ევროს; ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,63 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,72  ევროს, დიზელის საწვავი - 1.57 ევროს;

ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის  ბენზინი - 0,636 ევრო, A-95  მარკის ბენზინის ფასი - 0,68 ევრო , A-98  მარკის  ბენზინი - 0,90 ევრო, დიზელის საწვავი - 0,78 ევროს.

ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიკერძოდ:

სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის  ბენზინის ფასი შეადგენს  - 1.095 ევროს,  A-95 მარკის ბენზინი - 1,16 ევროს, A-98 მარკის  ბენზინი - 1.55 ევროს , დიზელის საწვავი - 1.14 ევროს;

აზერბაიჯანში - A-92 მარკის  ბენზინი -0,567 ევროს,  A-95  მარკის ბენზინის ფასი - 0,83 ევროს, A-98 მარკის  ბენზინი - 1,19 ევროს; დიზელის საწვავი - 0,52 ევროს;

უკრაინაში - A-92 მარკის  ბენზინი - 1,217 ევროს,  A-95  მარკის  ბენზინის ფასი - 1,24 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.33 ევროს, დიზელის საწვავი - 1.18 ევროს;

თურქეთში - A-95  მარკის  ბენზინის ფასი - 1,10 ევროს, A-98  მარკის ბენზინი - 1.11 ევროს, დიზელის საწვავი - 1.15 ევროს.

მოლდოვაში - A-92 მარკის  ბენზინი  - 1,158 ევროს,  A-95  მარკი ბენზინის ფასი - 1,17 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,52 ევროს, დიზელის საწვავი - 1,04 ევროს.

ბელორუსიაში  - A-92 მარკის  ბენზინი  - 0,730 ევროს,  A-95  მარკი ბენზინის ფასი - 0,76 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,82 ევროს, დიზელის საწვავი - 0,76 ევროს.

ცნობისათვის, საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს - A-92 მარკის  ბენზინი - 0,995 ევროს,  A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1.03  ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.16 ევროს; დიზელის საწვავი - 1.01 ევროს. 

bp.ge