საქართველოს გენერალური პროკურორის ხელფასი 960 ლარით გაიზარდა და იანვრიდან 10 610 ლარი იქნება.
გენპროკურორ გიორგი გვარაკიძის ხელფასი ამ დრომდე 9 650 ლარი იყო. ხელფასები გაეზარდათ პროკურატურის სხვა თანამშრომლებსაც.
პროკურატურაში ხელფასთან [ანუ თანამდებობრივ სარგოსთან] ერთად ყოველთვიურად „წელთა ნამსახურობის დანამატს“ და ასევე სპეციალური წოდებისთვის დადგენილ სარგოსაც მიიღებენ.
„საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბრძანებას გიორგი გვარაკიძემ ხელი 2026 წლის 15 იანვარს მოაწერა.
ამ ბრძანებით, მაგალითად:
- გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის ხელფასი იქნება 9 970 ლარი [იყო 9 070 ლარი]
- გენერალური პროკურორის მოადგილის ხელფასი იქნება 9 640 ლარი [იყო 8 770 ლარი]
- გენპროკურატურაში დეპარტამენტის უფროსის ხელფასი იქნება 9 000 ლარი [იყო 8 190 ლარი] და ა.შ.
- გენპროკურატურაში ყველაზე დაბალი ხელფასი სტაჟიორს ექნება – 1 390 ლარი [იყო 1 270 ლარი]
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის ხელფასი იქნება 9 000 ლარი [იყო 8 190 ლარი], ხოლო აჭარის პროკურორის მოადგილის ხელფასი იქნება 7 400 ლარი [იყო 6 730 ლარი].
9 000 ლარი იქნება თბილისის პროკურორის, ასევე საოლქო პროკურორის ხელფასიც, ხოლო რაიონული პროკურორების ხელფასი 7 070 ლარით განისაზღვრა.
გიორგი გვარაკიძე „ქართული ოცნების“ პარლამენტმა გენერალურ პროკურორად 2026 წლის 24 ივნისს აირჩია. გენპროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც წინა გენპროკურორი, გიორგი გაბიტაშვილი აუდიტის სამსახურის უფროსად დაინიშნა. გაბიტაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერაა სანქცირებული „2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო“. სანქციები მოიცავს როგორც სავიზო შეზღუდვებს, ისე ფინანსურ აკრძალვებს.
2026 წლის 15 იანვარს გიორგი გვარაკიძემ კიდევ ერთ ბრძანებას მოაწერა ხელი – „საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.
ამ ბრძანებით:

2025 წლის 21 იანვრის ბრძანებით ზემოთ აღნიშნული დანამატები: 10-15-20 პროცენტის ოდენობით გაიცემოდა შესაბამისად: 3-დან 10 წლამდე, 10-დან 20 წლამდე და 20 წელი და მეტი სტაჟის არსებობის შემთხვევაში.
ამ წესში აღნიშნულია, რომ მისი მიზანია „პროკურატურის თანამშრომელთა მოტივაციის ზრდა და გამოცდილების/ნამსახურობის ადეკვატური შრომის ანაზღაურების გაცემა.
ამასთან, „წელთა ნამსახურობის დანამატი გაიცემა პროკურატურის თანამშრომლებზე ყოველთვე, გარდა პროკურატურის სტაჟიორისა და პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა.“
„ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 2026 წლის 9 იანვრის განკარგულებით კი, პროკურატურას მიეცა თანხმობა, „საქართველოს პროკურატურაში დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 138 ერთეულით, ხოლო არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 30 ერთეულით.“
სპეციალური წოდებისთვის დადგენილ სარგოს რაც შეეხება, „საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის განსაზღვრის შესახებ“ ბრძანებასაც ხელი გიორგი გვარაკიძემ 2026 წლის 15 იანვარს მოაწერა.
ამ ბრძანებით:
