Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2026 წელს ფულადი გზავნილები 3.8 მლრდ დოლარს მიაღწევს.

საინვესტიციო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვირის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ მარტში ფულადი გზავნილების ზრდის ტემპი შენელდა.

„სებ-ის მიხედვით, 2026 წლის მარტში ფულადი გზავნილები წლიურად 9.8%-ით გაიზარდა 320.6 მლნ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 17.1%-იანი ზრდის შემდეგ. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (+11.0%, მთლიანის 46.9%), აშშ-დან (+10.9%, მთლიანის 19.0%), ისრაელიდან (+25.2%, მთლიანის 8.4%) და თურქეთიდან (+33.9%, მთლიანის 3.6%). ამასთან, ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა მხოლოდ ყაზახეთიდან (-2.3%, მთლიანის 2.0%).

ჯამურად, 2026 წლის იანვარ-მარტში ფულადი გზავნილები წლიურად 14.2%-ით გაიზარდა და 898.6 მლნ დოლარი შეადგინა“, - აღნიშნული Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაში.