SOLO-ს და Mastercard-ის ორგანიზებით, 19 ივლისიდან 23 აგვისტოს ჩათვლით, Iveria Beach-ზე Live კონცერტების სერია გაიმართება.

მუსიკალურ საღამოებზე, SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ ქართველი არტისტების ცოცხალ შესრულებას.

ინიციატივის ფარგლებში, SOLO მომხმარებლები ბილეთების შეძენისას SOLO Mastercard world elite ბარათით გადახდის შემთხვევაში 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე.

ღონისძიებების განრიგი ასე გამოიყურება:

19 ივლისი - კატო კვარაცხელია, ლუკა თოფურია, NIKALA

26 ივლისი - KORDZ & BAND

9 აგვისტო - BEDFORD FALLS

16 აგვისტო - ნინი ნუცუბიძე, NIKALA, ლუკა თოფურია, ხატია ქორიძე, სოსო ცაგარეიშვილი

23 აგვისტო - MOKUMOKU

SOLO-ს შეთავაზებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.