ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობით ქონების დეკლარაციის წარდგენის და ადმინისტრირების წესებში ცვლილება არ განხორციელებულა. მეწარმეები და ფიზიკური პირები ვალდებულები არიან დეკლარაციაში აღნიშნონ გასული წლის დასაბეგრი ქონების მონაცემები, ხოლო მიწის შემთხვევაში – მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით.
"მოქმედი კანონმდებლობით, არანაირი ცვლილება, დასაბეგრი ქონების წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ადმინისტრირების ნაწილში არ განხორციელებულა, შესაბამისად მეწარმე სუბიექტები/ფიზიკური პირები ვალდებული არიან წარდგენილ დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ, შეიტანონ გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით.
დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ წარმოეშობა პირს, თუ გასულ საგადასახადო წელს წარდგენილი აქვს დეკლარაცია ან დარიცხული აქვს გადასახადი და არ იცვლება მონაცემები, სისტემა ავტომატურად მოახდენს წინა წლის ინფორმაციის რეგისტრაციას.
აქვე, გადასახადის გადამხდელების ინფორმირების მიზნით დეტალურად განვმარტავთ, იმ პირების ჩამონათვალს, რომლებიც მიწის დაბეგვრისას შეღავათიანი პირობებით სარგებლობენ", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.