საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსით, 2026 წლის ოქტომბერში ინფლაციამ 5.7 პროცენტი შეადგინა, რაც 0.2 პროცენტით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 5.9-პროცენტიან ინფლაციაზე.

რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 2.7%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 4.9%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – -0.4%; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 10.2%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება – 1.1%; ჯანმრთელობა – 8.2%; ტრანსპორტი – 21.5%; ინფორმაცია და კომუნიკაცია – -2.6%; დასვენება, სპორტი და კულტურა – 5.9%; განათლება – -9.2%; რესტორნები და ღამისთევის მომსახურება – 6.0%; დაზღვევა და საფინანსო მომსახურება – 4.8%; პირადი ჰიგიენა, სოციალური დაცვა და სხვადასხვა საქონელი – 9.7%.

საქსტატმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება 2022 წლიდან დაიწყო.

1tv.ge