საქართველოს მოქმედ ან ყოფილ ჩინოვნიკს დღეს სრულიად რეალურად შეუძლია:- ჰქონდეს მნიშვნელოვანი დანაზოგი კრიპტოვალიუტაში (Bitcoin, Ethereum და სხვ.) - ამავე დროს დეკლარაციაში ეწეროს, რომ ქონება არ აქვს - და ფორმალურად კანონიც არ დაარღვიოს, რადგან დეკლარაციის ფორმა კრიპტოს საერთოდ არ ითხოვს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კრიპტოინდუსტრიის მიმომხილველი ირაკლი სხვედიანი წერს.
მისი მტკიცებით, ეს იმით ხდება შესაძლებელი, რომ დეკლარაციის ფორმა მოძველებულია. ირაკლი სხვედიანის განმარტებით, ქონებრივი დეკლარაცია ითხოვს უძრავ ქონებას, მანქანებს, ანგარიშებს, კომპანიებს, მაგრამ კრიპტოვალიუტა ცალკე კატეგორიად არ არის გაწერილი. თუ ჩინოვნიკი არ ჩათვლის, რომ ეს „ქონებაა“, მარტივად ტოვებს დეკლარაციის მიღმა.
"საქართველოს მოქმედ ან ყოფილ ჩინოვნიკს დღეს სრულიად რეალურად შეუძლია:- ჰქონდეს მნიშვნელოვანი დანაზოგი კრიპტოვალიუტაში (Bitcoin, Ethereum და სხვ.) - ამავე დროს დეკლარაციაში ეწეროს, რომ ქონება არ აქვს - და ფორმალურად კანონიც არ დაარღვიოს, რადგან დეკლარაციის ფორმა კრიპტოს საერთოდ არ ითხოვს.
-რატომ არის ეს შესაძლებელი?
- დეკლარაციის ფორმა მოძველებულია ქონებრივი დეკლარაცია ითხოვს უძრავ ქონებას, მანქანებს, ანგარიშებს, კომპანიებს, მაგრამ კრიპტოვალიუტა ცალკე კატეგორიად არ არის გაწერილი. თუ ჩინოვნიკი არ ჩათვლის, რომ ეს „ქონებაა“, მარტივად ტოვებს დეკლარაციის მიღმა.
- . კრიპტო ტექნიკურად „ანგარიში“ არ არის ბანკის ანგარიში იდენტიფიცირებადია, ბლოკჩეინის მისამართი — არა. თუ ის არ არის მიბმული რეგისტრირებულ ბირჟასთან, პრაქტიკულად უხილავია.
(სიტყვის მიშვნელობა)საიდან მოდის სიტყვა „კრიპტო“?
„კრიპტო“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან κρυπτός (kryptós), რაც ნიშნავს:დამალულს, საიდუმლოს, დაშიფრულს- ეს სიტყვა ბერძნულში საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა „ფარული“ ან „დამალული“ მნიშვნელობით, და სწორედ აქედან გაჩნდა თანამედროვე ტერმინი კრიპტოგრაფია — „დაშიფრული წერა“.
-როდის შეიძლება ეს მაინც გახდეს პრობლემა?თუნდაც კრიპტო არ ითხოვებოდეს დეკლარაციაში, მაინც რჩება სამი სერიოზული ვალდებულებები ჩინოვნიკისთვის:
- შემოსავლის ლეგალური წყარო– თუ ვერ ახსნის, როგორ მოიპოვა ეს კრიპტო (ხელფასით? ბიზნესით? მემკვიდრეობით?), შეიძლება დადგეს უკანონო გამდიდრების ან ფულის გათეთრების ფაქტების არსებობის ვარაუდი. - ინტერესთა კონფლიქტი
- თუ იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც გავლენას ახდენს კრიპტო ბაზარზე, ხოლო თავად ფლობს კრიპტოს, ეს უკვე ეთიკური და პოლიტიკური პრობლემაა.
- საზოგადოებრივი ნდობა – თუნდაც ფორმალურად „კანონი არ არღვევდეს“, საზოგადოებისთვის ეს გამოიყურება როგორც სისტემური მოტყუება.
-დიახ, დღეს საქართველოში შესაძლებელია, რომ მოქმედი ან ყოფილი ჩინოვნიკი იყოს კრიპტოში მდიდარი და ოფიციალურად „ქონების არმქონედ“ ითვლებოდეს. ეს არის არა ტექნიკური, არამედ სისტემური და პოლიტიკური პრობლემა
— დეკლარაციების არქიტექტურა ვერ ეწევა თანამედროვე ფინანსურ რეალობას" - წერს სხვედიანი სოციალურ ქსელში.