ბიტკოინი პარასკევს მკვეთრად გაუფასურდა და 75 565 დოლარამდე დაეცა. Investing.com-ის ინფორმაციით, კრიპტოვალუტის ფასი დღის განმავლობაში 6.3%-ით შემცირდა.
გამოცემა წერს, რომ ბიტკოინმა აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ მიღწეული ზრდა დაკარგა. თავდაპირველი ოპტიმიზმი კრიპტოვალუტების მიმართ აშშ-ის კონგრესში დემოკრატების გაძლიერების ფონზე რეგულაციებთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ შეცვალა.
სტატიის თანახმად, ინვესტორების განწყობაზე გავლენა იქონია ტექნოლოგიური კომპანიების აქციების გაყიდვამაც, რამაც მთლიანად კრიპტობაზარზე ზეწოლა გაზარდა.
მიმდინარე კვირას ბიტკოინის 2%-ზე მეტით გაუფასურებას პროგნოზირებენ, რაც ზედიზედ მეხუთე უარყოფითი კვირა იქნება.
დამატებით ზეწოლას ქმნის აშშ-ში კრიპტობაზრის მარეგულირებელი Clarity Act-ის საკანონმდებლო პროცესის შეფერხებაც.