საქართველოს საბანკო სექტორმა 2026 წლის იანვარ-სექტემბერში 8.46 მილიარდი ლარის საპროცენტო შემოსავალი მიიღო, რომლის ძირითადი წყაროც გაცემული სესხებია. კერძოდ, ბანკებისა და მიკრობანკების საპროცენტო შემოსავლის 84.8% სწორედ საკრედიტო პორტფელზე მოდის. ამავე პერიოდში ფინანსურმა ინსტიტუტებმა საპროცენტო ხარჯების სახით 3.92 მილიარდი ლარი გასწიეს, წმინდა საპროცენტო შემოსავალმა კი 4.54 მილიარდი ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი ორ უმსხვილეს მოთამაშესთან არის თავმოყრილი. საქართველოს ბანკმა ცხრა თვეში 3.27 მილიარდი ლარის საპროცენტო შემოსავალი მიიღო, თიბისი ბანკმა კი 2.87 მილიარდი ლარის. შესაბამისად, ორივე ბანკის ერთობლივი შემოსავალი 6.14 მილიარდ ლარს აჭარბებს, რაც მთლიანი მაჩვენებლის 72.6%-ია. კიდევ უფრო მაღალია მათი წილი წმინდა საპროცენტო შემოსავალში და 73.8%-ს, ანუ 3.35 მილიარდ ლარს შეადგენს.
საქართველოს ბანკების საპროცენტო შემოსავლები და ხარჯები – 2026 წლის 9 თვე (ათასი ლარი)
|
ბანკი |
საპროცენტო შემოსავალი |
მათ შორის სესხებიდან |
საპროცენტო ხარჯი |
მათ შორის დეპოზიტებზე |
წმინდა საპროცენტო შემოსავალი |
|---|---|---|---|---|---|
|
კონსოლიდირებული |
8 461 513 |
7 174 824 |
3 920 464 |
2 761 896 |
4 541 049 |
|
საქართველოს ბანკი |
3 270 053 |
2 726 866 |
1 438 045 |
1 043 920 |
1 832 007 |
|
თიბისი ბანკი |
2 870 851 |
2 431 837 |
1 351 662 |
938 353 |
1 519 189 |
|
ბაზისბანკი |
355 563 |
296 294 |
213 985 |
175 977 |
141 578 |
|
ლიბერთი ბანკი |
617 747 |
542 066 |
310 411 |
258 154 |
307 336 |
|
კრედო ბანკი |
546 878 |
497 992 |
233 761 |
110 681 |
313 117 |
|
პროკრედიტ ბანკი |
126 991 |
107 359 |
63 031 |
46 489 |
63 960 |
|
ტერაბანკი |
174 173 |
155 341 |
105 369 |
74 413 |
68 805 |
|
ქართუ ბანკი |
103 408 |
83 959 |
40 299 |
35 460 |
63 109 |
|
ხალიკ ბანკი |
77 608 |
73 856 |
32 584 |
16 348 |
45 024 |
|
იშ ბანკი |
36 601 |
23 594 |
17 346 |
14 119 |
19 256 |
|
მიკრობანკი კრისტალი |
131 185 |
119 105 |
41 453 |
2 153 |
89 732 |
|
პაშაბანკი |
42 344 |
30 457 |
26 065 |
22 356 |
16 279 |
|
ზირაათ ბანკი |
29 967 |
24 721 |
11 347 |
10 459 |
18 620 |
|
ვითიბი ბანკი |
7 384 |
7 380 |
7 737 |
656 |
-353 |
|
პეივბანკი |
4 676 |
0 |
0 |
0 |
4 676 |
|
სილქ ბანკი |
25 875 |
22 753 |
13 401 |
11 371 |
12 474 |
|
მიკრობანკი ემბისი |
33 807 |
30 369 |
13 204 |
487 |
20 603 |
|
ჰეშბანკი |
5 981 |
875 |
759 |
500 |
5 222 |
|
პეისერა |
419 |
0 |
6 |
0 |
413 |