სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.6% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.2%.
საქსტატის ინფორმაციით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 11.7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.88%-ით აისახა. ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:
- ხილი და ყურძენი - 21.0%;
- ბოსტნეული და ბაღჩეული - 19.4%;
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 17.2%;
- თევზეული - 16.9%;
- ზეთი და ცხიმი - 13.9%;
- პური და პურპროდუქტები - 12.4%;
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 10.4%;
- ყავა, ჩაი და კაკაო - 10.2%;
- რძე, ყველი და კვერცხი - 8.1%;
- ხორცი და ხორცის პროდუქტები - 4.9%;
ჯანმრთელობის დაცვა 8.9%-ით გაძვირდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.75%-ით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების - 9.3%, საავადმყოფოების მომსახურების - 9.2% და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის - 8.0% ქვეჯგუფებზე.

ბოლო ერთ წელში გაძვირდა:
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 11.7%;
- ჯანმრთელობის დაცვა - 8.9%;
- სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 7.3%;
- ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 5.6%;
- სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 4.2%;
- განათლება - 2.1%;
- საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 0.4%;
ბოლო ერთ წელში გაიაფდა:
- ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 0.7%;
- ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - 2.2%;
- ტრანსპორტი - 0.8%;
- კავშირგაბმულობა - 4.2%;
- დასვენება, გართობა და კულტურა - 2.1%;
ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე აღნიშნულია ინფლაციის მაჩვენებელი 2025 წლის სექტემბერთან შედარებით:
