TBC Capital-ის ინფორმაციით, თებერვალში საქართველომ 277 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, რაშიც დაახლოებით 7 მლნ დოლარი გადაიხადა. თებერვალში იმპორტის მოცულობა წლიურად დაახლოებით 100 მლნ კვტ.სთ-ით არის შემცირებული.
„2026 წლის თებერვალში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 15.8%-ით, 995 გვტ. საათამდე გაიზარდა.
ამავე თვეში, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.8%-ით, 1,226 გვტ. საათამდეა გაზრდილი.
საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის ღირებულებამ 5.57 აშშ. დოლარი ცენტი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 6.6%-იანი კლებაა.
მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 7.3 მილიონი აშშ. დოლარის ღირებულების 277 გვტ. საათი ელექტროენერგია“, - წერია „თიბისი კაპიტალის“ საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის კვლევაში.