გამოქვეყნდა მსოფლიო ბედნიერების ინდექსი, რომელიც 2025 წლის კვლევის შედეგებს ასახავს. ინდექსის თანახმად მსოფლიოში ბედნიერებით პირველ ადგილზე კვლავ ფინეთია. საქართველო ინდექსი 91-ე ადგილს იკავებს. ინდექსი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება ესენია - უთანასწორობის დონე; სოციალური დახმარების მექანიზმები; მშპ ერთ მოსახლეზე; სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა; თავისუფლება; გულუხვობა; კორუფციის აღქმა; პოზიტიური ემოციები; ნეგატიური ემოციები; ქველმოქმედება/დონაცია; მოხალისეობის დონე; სხვათა დახმარება.

ინდექსის თანახმად, პირველ ათეულში ძირითადად ნორდიკული ქვეყნები შედიან, ასევე მოწინავე ადგილებს იკავებენ შედარებით მდიდარი ქვეყნებიც. თუმცა ინდექსი პირდაპირ მშპ ერთ მოსახლეზე მაჩვენებელს არ მიჰყვება. ამასთან, ინდექსში შედარებით მოწინავე პოზიციაზეა ისეთ არაერთი ქვეყანა, რომლებიც ფასდება როგორც არათავისუფალი და არადემოკრატიული. მაგალითად რუსეთი, რომელსაც ინდექსის ავტორებმა 62-ე პოზიცია მიანიჭეს, ასევე ლიბია, რომელიც ინდექსით 77-ე პოზიციაზეა თუმცა ქვეყანაში სამოქალაქო ომის შემდეგ კვლავ მნიშვნელოვანი არასტაბილურობაა.

ინდექსში საქართველოს უსწრებენ ცენტრალური აზიის ქვეყნები - ტაჯიკეთი (87-ე ადგილი); ყირგიზეთი (73-ე ადგილი); უზბეკეთი (51-ე ადგილი); ყაზახეთი (40-ე ადგილი). მეზობელი ქვეყნების პოზიციებია - სომხეთი 86-ე ადგილი; აზერბაიჯანი 104-ე ადგილი; თურქეთი - 92-ე ადგილი. უკრაინა კი ინდექსში 109-ე ადგილს იკავებს.

მსოფლიო ბედნიერების 2025 წლის ინდექსი

# ქვეყანა ქულა
1 ფინეთი 7.74
2 დანია 7.52
3 ისლანდია 7.52
4 შვედეთი 7.35
5 ნიდერლანდები 7.31
6 კოსტა-რიკა 7.27
7 ნორვეგია 7.26
8 ისრაელი 7.23
9 ლუქსემბურგი 7.12
10 მექსიკა 6.98
11 ავსტრალია 6.97
12 ახალი ზელანდია 6.95
13 შვეიცარია 6.94
14 ბელგია 6.91
15 ირლანდია 6.89
16 ლიეტუვა 6.83
17 ავსტრია 6.81
18 კანადა 6.8
19 სლოვენია 6.79
20 ჩეხეთი 6.78
21 არაბთა გაერთიანებული საამიროები 6.76
22 გერმანია 6.75
23 გაერთიანებული სამეფო 6.73
24 აშშ 6.72
25 ბელიზი 6.71
26 ტაივანი 6.67
27 ქუვეითი 6.63
28 სერბეთი 6.61
29 საუდის არაბეთი 6.6
30 საფრანგეთი 6.59
31 სინგაპური 6.57
32 რუმინეთი 6.56
33 ბრაზილია 6.49
34 სალვადორი 6.49
35 ესპანეთი 6.47
36 იტალია 6.42
37 ესტონეთი 6.42
38 პანამა 6.41
39 არგენტინა 6.4
40 ყაზახეთი 6.38
41 პოლონეთი 6.37
42 ჩილე 6.36
43 გვატემალა 6.36
44 ვიეტნამი 6.35
45 ნიკარაგუა 6.33
46 მალტა 6.32
47 ტაილანდი 6.22
48 სლოვაკეთი 6.22
49 ლატვია 6.21
50 ომანი 6.2
51 უზბეკეთი 6.19
52 პარაგვაი 6.17
53 იაპონია 6.15
54 ბოსნია და ჰერცეგოვინა 6.14
55 ფილიპინები 6.11
56 სამხრეთ კორეა 6.04
57 ბაჰრეინი 6.03
58 პორტუგალია 6.01
59 კოლუმბია 6
60 ეკვადორი 5.97
61 მალაიზია 5.96
62 ჰონდურასი 5.96
63 რუსეთი 5.95
64 პერუ 5.95
65 კვიპროსი 5.94
66 ჩინეთი 5.92
67 უნგრეთი 5.92
68 ტუნისი 5.91
69 მონტენეგრო 5.88
70 ბოლივია 5.87
71 ხორვატია 5.87
72 იამაიკა 5.87
73 ყირგიზეთი 5.86
74 დომინიკის რესპუბლიკა 5.85
75 მონღოლეთი 5.83
76 მავრიკი 5.83
77 ლიბია 5.82
78 მოლდოვა 5.82
79 საბერძნეთი 5.78
80 ვენესუელა 5.68
81 ინდონეზია 5.62
82 ალჟირი 5.57
83 ბულგარეთი 5.55
84 ჩრდილოეთ მაკედონია 5.5
85 ჰონგ-კონგი 5.49
86 სომხეთი 5.49
87 ტაჯიკეთი 5.41
88 ალბანეთი 5.41
89 საქართველო 5.4
90 ნეპალი 5.31
91 ლაოსი 5.3
92 თურქეთი 5.26
93 სამხრეთ აფრიკა 5.21
94 მოზამბიკი 5.19
95 გაბონი 5.12
96 კოტ-დ'ივუარი 5.1
97 ირანი 5.09
98 კონგო 5.03
99 ერაყი 4.98
100 გვინეა 4.93
101 ნამიბია 4.91
102 ნიგერია 4.89
103 კამერუნი 4.89
104 აზერბაიჯანი 4.88
105 სენეგალი 4.86
106 პალესტინა 4.78
107 პაკისტანი 4.77
108 ნიგერი 4.73
109 უკრაინა 4.68
110 მაროკო 4.62
111 მავრიტანია 4.54
112 კენია 4.51
113 უგანდა 4.46
114 გამბია 4.42
115 ინდოეთი 4.39
116 ბურკინა ფასო 4.38
117 ჩადი 4.38
118 ბენინი 4.36
119 მალი 4.35
120 სომალი 4.35
121 განა 4.34
122 კამბოჯა 4.34
123 მიანმარი 4.32
124 ტოგო 4.32
125 ჟორდანია 4.31
126 ლიბერია 4.28
127 მადაგასკარი 4.16
128 ზამბია 3.91
129 ეთიოპია 3.9
130 შრი-ლანკა 3.89
131 ბანგლადეში 3.85
132 ეგვიპტე 3.82
133 ტანზანია 3.8
134 ესვატინი 3.77
135 ლესოტო 3.76
136 კომორის კუნძულები 3.75
137 იემენი 3.56
138 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 3.47
139 ბოტსვანა 3.44
140 ზიმბაბვე 3.4
141 მალავი 3.26
142 ლიბანი 3.19
143 სიერა ლეონე 3
144 ავღანეთი 1.36

წყარო: bm.ge