Kraft Heinz-მა და Unilever-მა ცოტა ხნის წინ მოლაპარაკებები გამართეს თავიანთი საკვები ბრენდების, ყველაზე ცნობილი Heinz-ის კეტჩუპის და Hellmann's-ის მაიონეზის, ერთი გაერთიანების შესახებ, – ამის შესახებ გაზეთმა Financial Times-მა საკუთარი წყაროებიდან შეიტყო.
მოლაპარაკებები რამდენიმე თვე გაგრძელდა და უკვე დასრულებულია. თუ გარიგება განხორციელდება, ახალი კომპანია Unilever-ის კვების ბიზნესს Kraft Heinz-ის სოუსებისა და სანელებლების განყოფილებასთან გააერთიანებს.