თბილისის მეტროსთვის განკუთვნილი ახალი ვაგონების პირველი პარტია უკვე მზად არის ექსპლუატაციაში გასაშვებად. ამ დროისთვის შემადგენლობები ჩინეთში იმყოფება, სადაც მათი გამოცდა და ტექნიკური შემოწმება მიმდინარეობს.
ჩინეთში თბილისის მეტროს დეპოს სპეციალისტებიც იმყოფებიან და ახალი მოძრავი შემადგენლობის გამოცდაში მონაწილეობენ. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ისინი ჩაუტარებენ ინსტრუქტაჟს თბილისის მეტროს მემანქანეებს.
ახალი ვაგონები თანამედროვე კომპიუტერული სისტემებითა და ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და, არსებული ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს.