სომხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა მუდმივმა კომისიამ აშშ-სთან TRIPP-ის პროექტის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩო-შეთანხმების რატიფიცირების კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
კომისიის ოთხმა წევრმა პროექტს მხარი დაუჭირა, ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა. დოკუმენტს პარლამენტი მომდევნო სესიაზე განიხილავს.
TRIPP, იგივე „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან სომხეთის გავლით დააკავშირებს. პროექტი რეგიონში სატრანსპორტო კავშირების განვითარებას ითვალისწინებს და სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ნაწილია.