აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა ავსტრიასა და გერმანიაში აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის მიწოდება დაიწყო.
„SOCAR, სამხრეთის გაზის დერეფნის ევროპული სეგმენტის, ტრანსადრიატიკული მილსადენის (TAP) მეშვეობით ტრანსპორტირებული გაზის მნიშვნელოვანი მოცულობის გაყიდვით, აზერბაიჯანული გაზის ექსპორტში შემდეგ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს. 2026 წლის იანვრიდან აზერბაიჯანული გაზი მომხმარებლებისთვის არა მხოლოდ რეგიონის სხვა ქვეყნებს, არამედ ავსტრიასა და გერმანიას მიეწოდება“, - განაცხადა კომპანიამ.
როგორც აღინიშნა, საქართველოს და იტალიის გავლით ავსტრიასა და გერმანიაში მიწოდება კიდევ უფრო აფართოებს აზერბაიჯანული გაზის გეოგრაფიულ მასშტაბს ევროპაში, რაც მომხმარებელი ქვეყნების რაოდენობას 16-მდე ზრდის.