მთავრობამ შაქრის იმპორტზე დაწესებული გადასახადი ერთი წლით გაახანგრძლივა. 2026 წლის 24 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, ცვლილება შევიდა 2025 წლის 10 აპრილის დადგენილებაში, რომლითაც გასულ წელს მთავრობამ შაქრის იმპორტზე ერთწლიანი გადასახადი დააწესა. მოქმედების ვადა 2025 წლის 22 აპრილიდან 2026 წლის 22 აპრილამდე იყო, ხოლო ახალი გადაწყვეტილების შედეგად ვადა 2027 წლის 22 აპრილამდე გახანგრძლივდა.
bm.ge