რომის პაპ ლეოს განცხადებით, ჩერნობილის კატასტროფამ კაცობრიობის კოლექტიურ სინდისზე კვალი დატოვა.
„ეს კვლავ გაფრთხილებად რჩება სულ უფრო და უფრო მძლავრი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე სიბრძნე და პასუხისმგებლობა ყოველთვის გაიმარჯვებს, რათა ატომური ენერგია ყოველთვის სიცოცხლისა და მშვიდობის მხარდასაჭერად გამოიყენონ“, - აღნიშნა რომის პაპმა.
ამასთან, მან ომების გამჩაღებლებს და დედამიწის რესურსების მითვისების მსურველებს ქურდები უწოდა, რომლებიც მსოფლიოს მშვიდობიან მომავალს ართმევენ.
„არ დაგვავიწყდეს ის ქურდებიც, რომლებიც დედამიწის რესურსების ძარცვით, სისხლიანი ომებით ან ბოროტების ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერით, უბრალოდ ყველას გვართმევენ მშვიდობიანი და მშვიდი მომავლის შანსს“, - აღნიშნა რომის პაპმა.
ipn.ge