2026 წლის ოქტომბერში საქართველოში ინფლაციამ წინა თვესთან შედარებით 0.9%, წლიურმა ინფლაციამ კი 5.9% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში წლიურმა საბაზო ინფლაციამ 4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე — 3.9%.

წლიურად ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტებისა და მომსახურების ათეულში ამჯერად სურსათთან ერთად ენერგომატარებლები და სხვა კატეგორიებიც მოხვდა.

ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა:

  • გაზეთზე — 67.6%-ით;

  • დიზელის საწვავზე — 61.3%-ით;

  • პომიდორზე — 37.5%-ით;

  • ბენზინზე — 37.2%-ით;

  • თვითმფრინავით მგზავრობაზე — 35.2%-ით;

  • ჟურნალზე — 30.1%-ით;

  • შებოლილ თევზზე — 30%-ით;

  • შამპუნზე — 26.4%-ით;

  • ხახვზე — 25.3%-ით;

  • ელექტროენერგიის გადასახადზე — 22.7%-ით.