2026 წლის იანვარში, საქართველოში 1 მილიარდ 117 მილიონი აშშ დოლარის პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34,5%-ით ნაკლებია. - იტყობინება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

"საქსტატის" ინფორმაციით, წინა თვეში საქართველოდან პროდუქციის ექსპორტის მოცულობა 480,4 მილიონ აშშ დოლარი იყო, რაც 19%-იანი ზრდაა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2026 წლის იანვარში 636,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის თითქმის 40 პროცენტია.

ამ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით "საქსტატი" ადგენს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელს, რომელიც 2026 წლის იანვარში 1 მილიარდ 597,5 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 24,2 პროცენტით ნაკლებია.