პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არ დაესწრება. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. მათივე განმარტებით, ირაკლი კობახიძეს შესაბამისი მიწვევა არ მიუღია.

დავოსის 2026 წლის ეკონომიკური ფორუმი 19-23 იანვარს გაიმართება.

შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაცია არც შარშან მონაწილეობდა დავოსის ეკონომიკურ ფორუმში.

Ipn.ge