2026 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტზე დაახლოებით 1 900 ტონა ახალი მწვანილი გავიდა, რომლის საერთო ღირებულებამ 4.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ "ისთ ფრუთი" წერს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით.
სტატიის მიხედვიტ, 2025 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, ახალი მწვანილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 3%-ით გაიზარდა.
საქართველოში მწვანილის წარმოება სტაბილურ მაჩვენებელს ინარჩუნებს და წელიწადში დაახლოებით 7 000-დან 8 500 ტონამდე მერყეობს. ამასთან, პროდუქტის საშუალო საექსპორტო ღირებულება ზრდას განაგრძობს.
2025 წელს ქართული მწვანილის საშუალო საექსპორტო ფასი ერთ კილოგრამზე 2.12 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში 2.38 დოლარამდე გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ წარმოების შედარებით სტაბილური მოცულობის მიუხედავად, ქართველი ექსპორტიორები პროდუქციის რეალიზაციიდან უფრო მეტ შემოსავალს იღებენ.
ქართული მწვანილის მთავარ საექსპორტო ბაზრებად კვლავ უკრაინა, რუსეთი, მოლდოვა და რუმინეთი რჩება. პროდუქცია ასევე რამდენიმე სხვა ქვეყანაში გადის.