საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ექსპორტზე 1 557.0 ათასი დოლარის ღირებულების 453.5 ტონა ლოკოკინა გაიტანა. 2024 წლის 8 თვეში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 211.0 ტონა იყო. შესაბამისად ზრდა 115%-ით არის გაზრდილი.

ქართული ლოკოკინასთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი თურქეთია. სწორედ თურქეთზე მოდის მთლიანი ექსპორტის 78%. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოდან ლოკოკინა სულ 2 ბაზარზე  გადაიზიდა: თურქეთი და საფრანგეთი.

ქვეყნები, სადაც საქართველომ ლოკოკინა გაყიდა:

თურქეთი - 354.3 ტონა - 1 084.1 ათასი დოლარი;

საფრანგეთი - 99.2 ტონა - 472.9 ათასი დოლარი;

businessinsider.ge