საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის სურსათის ფასები ყველაზე მაღალი თურქეთშია, ყველაზე იაფი კი აზერბაიჯანში. Numbeo-ს 2025 წლის პირველი ნახევრის სტატისტიკაში, რომელიც 143 ქვეყნის მონაცემებს მოიცავს, თურქეთი 83-ე, ხოლო აზერბაიჯანი 123-ე ადგილს იკავებს.
მეზობელ ქვეყნებს შორის სურსათის სიძვირით თურქეთს მოსდევს სომხეთი, რომელმაც 93-ე ადგილი დაიკავა. რეიტინგში 94-ე ადგილზეა რუსეთი, მას კი მოსდევს საქართველო 112 ადგილით.
რაც შეეხება მსოფლიოს ქვეყნებს, 143 ქვეყანას შორის სურსათის ფასი ყველაზე ძვირია შემდეგ 5 ადგილას:
- კაიმანის კუნძულები;
- შვეიცარია;
- ისლანდია;
- ბაჰამის კუნძულები;
- ნორვეგია.
მსოფლიოში 5 ყველაზე იაფი ქვეყანა სურსათის კუთხით ასე გამოყურება:
- ავღანეთი;
- პაკისტანი;
- ირანი;
- ეგვიპტე;
- ლიბია.
ინფორმაციისთვის, Numbeo-ს სურსათის ინდექსი აჩვენებს, რამდენად ძვირი ან იაფია საბაზისო საკვების პროდუქტების ფასები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.