ბელგიელი სიურრეალისტი მხატვრის რენე მაგრიტის ნახატი, რომელიც კერძო კოლექციაში 90 წელზე მეტი ინახებოდა, აუქციონზე გადის.

ნახატი 24 ოქტომბერს Sotheby's-ის აუქციონზე სახელწოდებით “Surrealism and Its Legacy” გაიყიდება. სავარაუდო ფასი 5-დან 7 მილიონ ევრომდეა, თუმცა მოლოდინია, რომ ნახატი გაცილებით უფრო ძვირად გაიყიდება.

La Magie Noire პარიზში 17-დან 23 ოქტომბრამდე იქნება გამოფენილი, რის შემდეგაც 24 ოქტომბერს აუქციონზე გავა.

შავი მაგიის (La Magie Noire) სერიის ნახატების მოდელი მაგრიტის მეუღლე ჟორჟეტ ბერგერი იყო. მაგრიტს მსგავსი თემატიკის სულ 10 ნახატი აქვს შექმნილი, ეს კონკრეტული პირველი იყო სერიდან.

2018-დან 2024 წლამდე სიურრეალისტური ნამუშევრების გაყიდვები თითქმის გაორმაგდა, 9.3%-დან 16,8%-მდე. აღსანიშნავია, რომ პაულინ კარპიდასის (მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოდერნისტული კოლექციის მფლობელის) კოლექციის ნაწილის ჯამურმა ღირებულებამ აუქციონზე 137 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რითაც მსგავსი აუქციონების ევროპის რეკორდი მოხსნა.