საქართველოდან ირანში ექსპორტმა 2026 წლის იანვარ-სექტემბერში 170 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 612%-იან ზრდას ნიშნავს,- ამის შესახებ „საქსტატის“ მონაცემები მიუთითებს.

2025 წლის იანვარ-სექტემბერში ირანში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა 23.8 მილიონ დოლარს შეადგენდა.

მიმდინარე წლის ზრდის უდიდესი ნაწილი მსუბუქი ავტომობილების ექსპორტზე მოდის.