გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანა მარია შიკოს შეხვდა - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს.
შეხვედრაზე მხარეებმა სამეცნიერო, აკვაკულტურის, მესაქონლეობის, მარცვლეულისა და ჩაის წარმოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.
უნგრეთის ელჩის განცხადებით, საქართველო უნგრეთისთვის მეგობარ ქვეყანას წარმოადგენს, შესაბამისად, მზად არის მრავალმხრივი ეფექტიანი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოში უნგრეთის საელჩოს და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.