2026 წლის ელექტროენერგიის ბალანსი დამტკიცებულია. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 8 იანვრით დათარიღებული ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.
დოკუმენტი ეხება 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს და გაწერილია, რა მოცულობის ელექტროენერგიას გამომუშავებს და მოიხმარს ქვეყანა წლის განმავლობაში.
დადგენილების მიხედვით, ელექტროენერგიის გამომუშავების საპროგნოზო ბალანსი ჯამურად 14.5 მლრდ კვტ.სთ-ია.
უფრო კონკრეტულად:
- თბოელექტროსადგურები - 2.7 მლრდ კვტ.სთ;
- ქართლის ქარის ელექტროსადგური - 84 მლნ კვტ.სთ;
- მზის სადგურები - 20.3 მლნ კვტ.სთ;
- ჰიდროელექტროსადგურები - 11.7 მლრდ კვტ.სთ;
- იმპორტი - 1.9 მლრდ კვტ.სთ;
- ჯამური რესურსი -16.5 მლრდ კვტ.სთ;
- სასადგურე დანაკარგები - 326 მლნ;
- ქსელში მიწოდება - 16.2 მლრდ კვტ.სთ.
ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული საპროგნოზო ბალანსი კი ასეთია:
- სულ მომხმარებლებზე მიწოდება - 14.9 მლრდ კვტ.სთ;
- აფხაზეთი - 2.6 მლრდ კვტ.სთ;
- თელასი - 240.9 მლნ კვტ.სთ;
- შპს "თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია" - 3.4 მლრდ კვტ.სთ;
- 2025 წ. თელმიკოდან ბაზარზე გამსვლელი მომხმარებელი - 32,4 მლნ კვტ.სთ;
- ენერგო პრო ჯორჯია - 591.6 მლნ კვტ.სთ;
- ეპ ჯორჯია მიწოდება - 4.3 მლრდ კვტ.სთ;
- 2025 წ. ეპ ჯორჯია მიწოდებიდან ბაზარზე გამსვლელი მომხმარებელი - 191.3 მლნ კვტ.სთ;
- შპს "თავისუფალი მიმწოდებელი" - 22 მლნ კვტ.სთ;
- პირდაპირი მომხმარებლები - 3.8 მლრდ კვტ.სთ;
- ექსპორტი - 875 მლნ კვტ.სთ;
- ტრანსპორტირების ხარჯი - 318.6 მლნ კვტ.სთ;
- სულ მოხმარება - 15.6 მლრდ კვტ.სთ.