მსოფლიო ბანკმა 2026 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5 პროცენტული პუნქტით 5%-მდე შეამცირა, ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების“ ანგარიშში წერია.

2027 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5%-ით გაუმჯობესებულია და 5.5%-ს შეადგენს, რაც 2028 წელს კი ქვეყნის რეალური მშპ-ის ზრდა 5% იქნება.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ენერგიის მაღალი ფასები, სავარაუდოდ, ყველაზე დიდ ზეწოლას საქართველოზე, სომხეთზე, მოლდოვასა და თურქეთზე მოახდენს, სადაც ენერგიის სუფთა იმპორტი შიდა ენერგიის მოხმარების 70%-ს აღემატება.

რეგიონის ქვეყნებიდან გაზრდილია აზერბაიჯანის ზრდის პროგნოზი 2%-მდე, ყაზახეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.6%-მდე და სომხეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.3%-მდე.