ირანში კონფლიქტის გაგრძელებამ, ბათუმს შესაძლოა საშუალო ვადაში სარგებელი მოუტანოს, - ამის შესახებ „გალთ & თაგარტის“ მიერ მომზადებულ „ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების“ მიმოხილვაში წერია.
„ირანში ბოლოდროინდელი კონფლიქტის ესკალაცია და მასთან დაკავშირებული რეგიონული რისკები მოკლევადიან პერიოდში საფრთხეს, პირველ რიგში, ისრაელიდან მოთხოვნას უქმნის - ეს სეგმენტი ბათუმში ყველაზე სწრაფად მზარდია უცხოელ მყიდველთა შორის და მასზე გაყიდვების 13% მოდიოდა 2025 წელს.
თუმცა, როგორც წესი, ხანგრძლივი არასტაბილურობის დროს ისინი უსაფრთხო თავშესაფრის (safe haven) აქტივებს ეძებენ და ბათუმს, რომელიც მათთვის უკვე კარგად ნაცნობი ბაზარია, შესაძლოა საშუალო ვადაში ამან სარგებელი მოუტანოს“, - წერია კვლევაში.