თვითნებურად დაკავებულ მიწებს მოქალაქეები უფასოდ დაიკანონებენ. ამის შესახებ დადგენილება მთავრობამ ოქტომბერში გამოსცა.

კერძოდ, ამ დადგენილების თანახმად, მოქალაქეები თვითნებურად დაკავებული მიწების რეგისტრაციას 2025 წლის 1-ლი იანვრიდან 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეძლებენ.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, 2026 წლის 1 იანვრამდე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება განხორციელდეს საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის გარეშე.

დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან,“ - აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

ბიზნესპრესნიუსი