2026 წლის იანვარი - ოქტომბრის პერიოდში, საქართველოდან ექსპორტირებულია 846.2 ტონა ლოკოკინები, 3 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ლოკოკინების რაოდენობა 59%-ით (314.8 ტონა), ხოლო ღირებულება 35%-ით (772.6 ათასი აშშ დოლარი) გაიზარდა.

2026 წლის იანვარი - ოქტომბრის პერიოდში, ლოკოკინები ექსპორტირებულია თურქეთში (640 ტონა) და საფრანგეთში (206 ტონა).

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს