საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 500.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 35.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 54.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 3.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 53.0 მლნ. აშშ დოლარით (3.8 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 622.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 14.8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) 481.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 11.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 301.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.1 პროცენტი).