The Telegraph-ის ინფორმაციით, აშშ დღეს ლონდონში შეხვედრის ფარგლებში გამოაცხადებს უკრაინა-რუსეთის ომის შეწყვეტის „მშვიდობის გეგმას“, რომელიც შვიდ პუნქტს მოიცავს.

ამერიკის შეერთებული შტატების შეთავაზება ასე გამოიყურება:

უკრაინა უარს იტყვის ყირიმზე და უარს იტყვის მის დღევანდელ პრეტენზიებზე;

ბრძოლა ფრონტის ხაზზე არსებული შეხების ზონებში უნდა შეწყდეს. რუსეთი გამოიყვანს ჯარებს ხერსონის ოლქის „ორი მცირე ტერიტორიიდან“, ხოლო უკრაინა მიიღებს თავისუფალ სანავიგაციო წვდომას დნეპრის დელტაზე;

აშშ გააუქმებს ყველა სანქციას, რომელიც რუსეთს დაუწესდა;ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გადავა აშშ-ის მმართველობის ქვეშ. აშშ დაიწყებს ენერგეტიკულ თანამშრომლობას რუსეთთან;

პირდაპირი მოლაპარაკებები აღდგება უკრაინასა და რუსეთს შორის აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების გარეშე;

გეგმა არ ითვალისწინებს არც უკრაინისთვის და არც ევროპული კონტინგენტისთვის უსაფრთხოების გარანტიებს, თუკი იგი ომის დასრულების შემდეგ განთავსდება უკრაინაში;

უკრაინა უარს იტყვის ნატოში გაწევრიანებაზე, თუმცა შეეძლება ევროკავშირში შესვლა;

ვაშინგტონსა და კიევს შორის გაფორმდება სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმება;

კელოგი იმედოვნებს, რომ უკრაინა დათანხმდება ამ გეგმას. ვიტკოფი რუსეთში გაემგზავრება, რათა ის წარუდგინოს პუტინს.