ამერიკული Boeing Co., Digital Aviation Solutions განყოფილების აქტივების ნაწილს საინვესტიციო კომპანია Thoma Bravo-ს მიყიდის, იუწყება Boeing-ის ვებგვერდი.
გარიგება, რომლის ღირებულებაა $10,55 მილიარდი, მოიცავს Jeppesen-ის, ForeFlight-ის, AerData-სა და OzRunways-ის ბიზნესებს.
ელოდებიან, რომ საჭირო ნებართვების მიღების შემთხვევაში, გარიგება 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.