სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 925.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.8 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 3 876.7 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 20.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 9 048.8 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 0.7 პროცენტი შეადგინა. ხოლო უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-ივნისში 5 172.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.0 პროცენტია.