ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადახედა 2026 წლის გლობალური მშპ-ს ზრდის პროგნოზს.
გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 0,2 პროცენტული პუნქტით, 3.1%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც ფონდის წინა პროგნოზი (2025 წელს) 3.3% იყო. 2027 წლის პროგნოზი ფონდმა იგივე დატოვა – 3.2%.
სავალუტო ფონდი ქვეყნებს აფრთხილებს, რომ ყველაზე უარესი სცენარი გლობალურ ეკონომიკას რეცესიის ზღვარზე გადაიყვანს.
„ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია პროგნოზის შემცირებაზე. ეს რომ არ მომხდარიყო, გლობალური ეკონომიკური ზრდის შეფასება, პირიქით, გაიზრდებოდა - 0,1 პროცენტული პუნქტით, 3,4%-მდე.
ირანის წინააღმდეგ ომმა გადაწონა დადებითი ფაქტორების გავლენა, როგორიცაა მზარდი ინვესტიციები ტექნოლოგიურ სექტორში, რბილი ფინანსური პირობები, მათ შორის დოლარის შესუსტება და ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მხარდაჭერა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.