აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ჯორჯიის შტატში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებიდან „ყველაზე მეტად ამაყი“ იმითაა, რომ აშშ-მ უკრაინისთვის იარაღის შესყიდვა შეაჩერა.

„უკრაინის ომის დაფინანსების შეწყვეტა ერთ-ერთია, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ... ჩვენ ოფიციალურად გამოვედით უკრაინაში სამხედრო ოპერაციების დაფინანსების საქმიდან...

მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენმა ხალხმა პრიორიტეტი მიანიჭა საკუთარ მოქალაქეებს და არა კონფლიქტს ათასობით კილომეტრის მოშორებით“, - განაცხადა ჯეი დი ვენსიმ.