2025 წელს ევროპაში საგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სერბეთში დაფიქსირდა. European Transport Safety Council-ის მონაცემებით, ქვეყანაში ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე 74 ადამიანი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევებში.
მეორე ადგილზე ბულგარეთია, სადაც მაჩვენებელი მილიონ მოსახლეზე 71 გარდაცვლილს შეადგენს. შემდეგ მოდიან რუმინეთი 68-ით, ხორვატია 67-ით და ლატვია 63-ით. ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი 43 გარდაცვლილია მილიონ მოსახლეზე.
ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მქონე ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:
1. სერბეთი, 74
2. ბულგარეთი, 71
3. რუმინეთი, 68
4. ხორვატია, 67
5. ლატვია, 63
6. პორტუგალია, 55
7. საბერძნეთი, 50
8. იტალია, 49
9. საფრანგეთი, 49
10. ლიეტუვა და უნგრეთი, 48.
საპირისპირო სურათია ჩრდილოეთ ევროპაში. ნორვეგიასა და შვედეთში მილიონ მოსახლეზე მხოლოდ 19 გარდაცვალება დაფიქსირდა. დანიასა და გაერთიანებულ სამეფოში მაჩვენებელი 23-ია, შვეიცარიაში კი 24.
ETSC-ის მიხედვით, ბოლო ათწლეულში ევროკავშირში გზებზე სიკვდილიანობა შემცირდა, თუმცა პროგრესი კვლავ არასაკმარისია. 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებში ავტოსაგზაო შემთხვევებს დაახლოებით 19 500 ადამიანი ემსხვერპლა. 2015 წელთან შედარებით მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ით შემცირდა.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქვეყნების შედარებისას მხოლოდ მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობა არ არის საკმარისი. რეალურ საგზაო რისკზე გავლენას ახდენს ავტომობილით გავლილი მანძილი, სატრანსპორტო ნაკადები, გზების ტიპი და მოსახლეობის გადაადგილების სტრუქტურაც.
წყაროები:
European Transport Safety Council, 2026 Road Safety Performance Index Report:
https://etsc.eu/wp-content/uploads/ETSC-2026-Annual-PIN-Report-DIGITAL-v2.pdf
European Commission, Road Safety Statistics 2025:
https://transport.ec.europa.eu/background/road-safety-statistics-2025_en
ETSC, ევროპაში გზებზე სიკვდილიანობის უახლესი მონაცემები:
https://etsc.eu/euroadsafetydata/