გერმანიაში, ბავარიის რეგიონში, ამერზეეს ტბის სანაპიროზე ბავშვები და მოზარდები, რომლებსაც წლიურ შეფასებებში დაბალი ნიშნები აქვთ, უფასო ნაყინსა და მარილიან ჩხირებს იღებენ. ამისთვის მათ მხოლოდ სასწავლო წლის შეფასებების დამადასტურებელი საბუთის ჩვენება სჭირდებათ.

ინიციატივა პლაჟის მმართველ მარტინ გრუბერს ეკუთვნის. მისი თქმით, სურს გაამხნეოს სწორედ ის ბავშვები, რომლებსაც ცუდი შეფასებების მიღების შემდეგ მეტი მხარდაჭერა და აღიარება სჭირდებათ.

ბავარიაში კარგი ნიშნების მქონე მოსწავლეების წახალისება ფართოდ არის გავრცელებული. მაგალითად, ამერზეეს ტბაზე საუკეთესო მოსწავლეებს უფასო ექსკურსიული მგზავრობა შეუძლიათ, ხოლო გერმანიის რკინიგზა არდადეგების დაწყებისას მაღალი შეფასებების მქონე მოსწავლეებს უფასო მგზავრობასაც სთავაზობს. თუმცა გრუბერის აზრით, დამატებითი მხარდაჭერა სწორედ დაბალი ნიშნების მქონე ბავშვებს უფრო სჭირდებათ.

მისთვის ეს ინიციატივა პირად გამოცდილებასაც უკავშირდება. გრუბერის თქმით, სკოლაში თავად ძალიან ცუდად სწავლობდა და წარუმატებელ მოსწავლედ მიიჩნეოდა, ამიტომ ასეთ ბავშვებში საკუთარ თავს ხედავს.

მისი მთავარი გზავნილია, რომ ცუდი ნიშნები ადამიანის მომავალს არ განსაზღვრავს. გრუბერი მოსწავლეებს მოუწოდებს, დაბალმა შეფასებებმა იმედი არ დააკარგვინოთ და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ შეატანინოთ

https://euro-pulse.ru/news/na-nemeczkom-kurorte-dvoechnikov-stali-ugoshhat-besplatnym-morozhenym-a-otlichnikam-ono-ne-dostanetsya/