ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი სამი ქართული კომპანიის აქციების ფასი გასული კვირის განმავლობაში შემცირდა.

ყველაზე დიდი, 3.28%-იანი კლება „თიბისი ბანკის ჯგუფის“ აქციებმა განიცადა. ერთი აქციის ფასი ამჟამად 47.70 გირვანქა სტერლინგია, ხოლო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.63 მილიარდ გირვანქას შეადგენს. მიუხედავად კვირის კლებისა, ბოლო ექვს თვეში „თიბისის“ აქციები 2.25%-ით არის გაძვირებული.

3.11%-ით შემცირდა Lion Finance-ის, იგივე „საქართველოს ბანკის ჯგუფის“ აქციების ღირებულებაც. ერთი აქცია 130.90 გირვანქა სტერლინგი ღირს, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 6.44 მილიარდ გირვანქას აღწევს. ბოლო ექვს თვეში მისი აქციების ფასი 27.71%-ით გაიზარდა.

„საქართველოს კაპიტალის“ აქციები კვირის განმავლობაში 2.34%-ით გაიაფდა და ერთი აქციის ფასი 43.80 გირვანქა სტერლინგამდე შემცირდა. კომპანიის საბაზრო ღირებულება 2.04 მილიარდ გირვანქას შეადგენს. ექვსთვიან ჭრილში კი მისი აქციები 28.82%-ით არის გაძვირებული.

ამგვარად, მიუხედავად ბოლო კვირის კლებისა, სამივე ქართული კომპანიის აქციები ექვსთვიან პერიოდში დადებით დინამიკას ინარჩუნებს.

როგორ  იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე ყოველკვირეულად, გაიგეთ "კომერსანტის" სტატიებიდან.

წყარო: Galt & Taggart