„ევროინტეგრაციისთვის მოლაპარაკების 2028 წლის შეჩერება აუცილებლად გამოიწვევს სავალალო და გამოუსწორებელ შედეგებს სოფლის მეურნეობისთვის“, - ამის შესახებ გადაცემა "აგროსიახლეებთან"  ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ რატი კოჭლამაზაშვილმა, განაცხადა.

2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ უარს ამბობს ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარებაზე. მალევე საქართველოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული პარტნიორობა შეუწყვიტა. აგროანალიტიკოსები, ეკონომისტები, ფინანსისტები, ფერმერთა გაერთიენებები კატრეგიულად გმობენ მთავრობის ანტიდასავლურ კურსს და იმ ზარალზე საუბრობენ, რაც ამ ყველაფერს მოჰყვება. 

რატი კოჭლამაზაშვილის თქმით, აშშ-ისა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით საქართველოს სოფლის მეურნეობაში არაერთი პროექტი განხორციელდა, პროცესების შეჩერებამ კი დარგში როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური დახმარებების შეჩერება გამოიწვია.

მისი განმარტებით, ასოციარების შეთანხმებამ სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტები დანერგა. დაიწყო მთელი რიგი სექტორების რეფორმირება. ამ მხრივ კოჭლამაზიშვილი უპირველესად ევროკავშირის როლს  სურსათის უვნებლობის მიმართულებით გამოყოფს.

"სტანდარტების დანერგვა ნიშნბავს იმას, რომ ვაწარმოოთ უფრო ხარისხიანი და, რაც მთავარია, უვნებელი სურსათი, რომელიც შიდაბაზარზეც გაიყიდება და გავა ექსპორტზეც. სანამ საექსპორტო ბენეფიტებზე ვისაუბრებთ, ხომ უნდა გვესმოდეს, რომ, პირველ რიგში, ეს არის ჩვენი და ჩვენი შვილებისა და ოჯახების ჯანმრთელობისთვისაა მნიშვნელოვანი. მეორე მხრივ, გაჩნდა შესაძლებლობა, ქართული პროდუქცია გავიდეს ევროპულ ბაზარზე," - ამბობს კოჭლამაზიშვილი და დასძენს, რომ ევროკავშირისგან წამოსული დახმარებების უდიდესი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდიოდა.  მისივე თქმით, ყოველწლიურად ევროკავშირი მცირე და საშუალო ბიზნესზე ასეულობით მილიონ ლარს გამოყოფდა. მისივე დათვლით, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან დღემდე, საუბარია დაახლოებით 700 მილიონი ლარის ფინანსურ დახმარებაზე.

"დახმარება მიმართული იყო იყო სახელმწიფო სტრუქტურების გაძლიერებაზე, კერძო სექტორის გაძლიერებაზე, სოფლის მეურნეობისა და ფერმერების განვითარებაზე, ტექნიკურ გადამზადებაზე, ტექნოლოგიურ განვითარებაზე და ა.შ. ეს იყო მთავარი მამოძრავებელი, რითაც ძალიან სარგებლობდა საქართველოს სოფლის მეურნეობა," - ამბობს კოჭლამაზიშვილი და ხაზს უსვამს სოფლის მეურნეობაში ტექნოლოგიური გადაიარაღების აუცილებლობაზე, რაც დამოუკიდებლად ფერმერს უჭირს, რადგან დიდ ფულად რესურსთანაა დაკავშირებული. 

"როდესაც ვსაუბრობთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, დანადგარებზე სხვადასხვა საწარმოში, ეს ყოველივე შეძენილია ევროკავშირის გრანტებით. ევროკავშირთან ინტეგრაციაზე მოლაპარაკებების შეჩერებაზე ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობაშიც წარმოდგენილი დღის წესრიგიც გაჩერდება. ფინანსებთან ერთად, შეჩერებულია, მეურნეების ტექნოლოგიური გადაიარაღება, ფერმერთა ტრენინგები, აგროსექტორის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება და აქამდე გაწეული მთელი სამუშაო," - ამბობს რატი კოჭლამაზაშვილი.

ის "აგროსიახლეებთან" აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების იმ რისკებზეც საუბრობს, რაც სოფლის მეურნეობაშია მოსალოდნელი.

"სტრატეგიული პარტნიორობა სიღრმისეული თანამშრომლობაა მხარეებს შორის. მთელი რიგი პროექტები მუშაობდა ამერიკელი ხალხსი დაფინანსებით, დაწყებული ძვირადღირებული კვლევებიდან, დამთავრებული ახალი კულტურების დატესტვით დამთავრებული. ახალი კულტურების შემოსვლა საქართველოში ეფუძვნება იმ კვლევებს, რაც გულისხმობს ჯიშთა დატესტვა-პილოტორებას. და სწორედ ამას აკეთებდნენ ამერიკელი პარტნიორები. აქ ვგულისხმობ კაკლოვან კულტურებს, რომელთა ინტენსიური ბაღების მოცულობა ბოლო დროს ძალიან გაიზარდა და ასე ვიწონებთ თავს ყველანი,  ასევე ლურჯ მოცვსაც. კულტურების შემოსვლასთან ერთად, ქვეყანაში შემოდის ცოდნაც, ჩვენი ფერმერები სწავლობენ, როგორ მოუარონ ბაღებს ახალი თანამედროვე მეთოდებითა და საერთასორისო "გაიდლაინებით". მუშაობდა და დღემდე მუშაობს გაცვლითი პროგრამები: იქაური ექსპერტები ჩამოდიან და აქ ადგილზე საკუთარ მეურნეობებშივე ასწავლიან ფერმერებს, სევე ჩვენი ფერმერებიც გადიან და ამერიკის სხვადასხვა შტატში მსხვილ აგროკლასტერულ მეურნეობებში ეცნობიან როგორც აგრარულ უნარებს, ასევე თანამედროვე აგრობიზნესმენეჯმენტის შტრიხებს. მუშაობს პირდაპირი გრანტები, რომლებიც უშუალოდ ფერმერებს ეძლევათ, არის თანადაფინანსების არაერთი პროგრამა. ტექნოლოგიური გადაიარაღებისთვის იცემა ფულადი დახმარებები. კომბინირებული საკვვების დამამზადებლები, საწვალი აპარატები, საწველი დარბაზები, მიქსერები, თაფლის თანამედროვე საწურები, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ, უამრავი ტექნიოლოგიური სეკეთე მოვიდა ქართველ ფერმერამდე ამერიკელი ხალხის ფულით. ცალკე პროგრამა მუშაობს საექსპორტო დივერსიფიცირებისთვის. ეს ავტომატურად მეტ შემოსავალს ნიშნავს ფერმერისთვის, რადგან მაღალმსყიდვეუნარიან ბაზრებზე მეტს იხდიან. მარტო ამ პროგრამას 12 მილიონ დოლარზე მეტის თანადაფინანსების კომპონენტი აქვს," - ამბობს რატი კოჭლამაზიშვილი "აგრო სიახლეებთან".