2025 წლის იანვარში, ევროზონაში უმუშევრობის დონე 6,2% იყო. ეს მაჩვენებელი 2024 წლის დეკემბერთან შედარებით ნაკლებია - წლის მიწურულს უმუშევრობის მაჩვენებელი 6,5%-ს შეადგენდა.

Eurostat-ის შეფასებით, 2025 წლის იანვარში ევროკავშირში მცხოვრები 12.824 მილიონი ადამიანი იყო დაუსაქმებელი.

2024 წლის დეკემბერთან შედარებით, უმუშევრობის მაჩვენებელი, ერთი თვის განმავლობაში 8 ათასით შემცირდა.

რაც შეეხება 25 წლამდე ახალგაზრდების დასაქმებას, 2025 წლის იანვარში ევროკავშირში მცხოვრები 2.856 მილიონი ახალგაზრდა იყო უმუშევარი. აღნიშნული მაჩვენებელი საკმაოდ შთამბეჭდავია, რადგან ეს რიცხვი ევროკავშირში არსებული 19 ქვეყნის მოქალაქეების მხოლოდ 14,6%-ს შეადგენს.

უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებში 2025 წლის იანვრის თვის მონაცემებით:

  • ბელგია - 5.8 %
  • ბულგარეთი - 5.8 %
  • ჩეხეთი - 2.6 %
  • დანია - 6.8 %
  • გერმანია - 3.5 %
  • ესტონეთი - 7.6 %
  • საბერძნეთი - 8.7 %
  • ესპანეთი - 10.4 %
  • საფრანგეთი - 7.3 %
  • ხორვატია - 4.5 %
  • იტალია - 6.3 %
  • კვიპროსი - 5.0 %
  • ლატვია - 6.9 %
  • ლიეტუვა - 6.6 %
  • უნგრეთი - 4.3 %
  • პოლონეთი - 2.6 %
  • რუმინეთი - 5.5 %

Eurostat-ის მიერ შემუშავებული, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული უმუშევრობის მაჩვენებელი ეფუძნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) რეკომენდაციებს.

Eurostat-ი უმუშევრად განსაზღვრავს 15-დან 74 წლამდე ასაკის პირებს, რომლებიც:

სამუშაოს გარეშე არიან;

შეუძლიათ მუშაობის დაწყება მომდევნო 2 კვირის განმავლობაში

და აქტიურად ეძებდნენ სამუშაოს ოთხი კვირის განმავლობაში.

წყარო: bpn.ge