La Roche-Posay-ის აკ­ნეს სამ­კურ­ნა­ლო პრო­დუქ­ტი Effaclar Duo აშშ-ში გა­ყიდ­ვი­დან ამო­ი­ღეს - რო­გორც გა­ირ­კვა, სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა ბენ­ზო­ლი­ნის პე­რო­ქ­სიდს შე­ი­ცავს, რო­მე­ლიც კან­ცე­რო­გე­ნია (ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა, ფი­ზი­კუ­რი გა­მოს­ხი­ვე­ბა ან ონ­კო­გე­ნუ­რი ვირუ­სი, რომ­ლის ადა­მი­ა­ნის ან ცხო­ვე­ლის ორ­გა­ნიზ­მზე მოქ­მე­დე­ბაც ზრდის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნეს წარ­მოქ­მნის ალ­ბა­თო­ბას). ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა Bloomberg წერს.

ერთი წლის წინ და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ლა­ბო­რა­ტო­რი­ამ, Vailsure-მა კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა და მა­შინ თქვეს, რომ La Roche-Posay-ის მრა­ვა­ლი პრო­დუქ­ტი მა­ღა­ლი დო­ზით ბენ­ზო­ლი­ნის პე­რო­ქ­სიდ­სა და ბენ­ზო­ლინს შე­ი­ცავ­და. მათ კვლე­ვა აშშ-ს სურ­სა­თი­სა და წამ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას გა­უგ­ზავ­ნეს და ამ პრო­დუქ­ტე­ბის გა­ყიდ­ვი­დან ამო­ღე­ბა ურ­ჩი­ეს. FDA-მ მათ მო­თხოვ­ნას არ უპა­სუ­ხა.

  • აშშ-ს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის თა­ნახ­მად ბენ­ზო­ლინს ლე­ი­კე­მი­ის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია. L'Oreal-ის მტკი­ცე­ბით, და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლის კვა­ლი პრო­დუქ­ტის მხო­ლოდ ერთ პარ­ტი­ა­შია ნა­პოვ­ნი.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აღ­მო­ჩე­ნი­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია არ წარ­მო­ად­გენს უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის რისკს, ჩვენ მზად ვართ, ხა­რის­ხის უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტი და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლოთ. შე­სა­ბა­მი­სად, FDA-სთან ახლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ გა­ყიდ­ვი­დან ამო­ვი­ღოთ არ­სე­ბულ ფორ­მუ­ლა­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი Effaclar Duo-ს დარ­ჩე­ნი­ლი ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი", - ნათ­ქვა­მია კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, Effaclar Duo-ს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ფორ­მუ­ლი­რე­ბა 2024 წლი­დან მუ­შავ­დე­ბა და მალე ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა.

ცნო­ბის­თვის, ბენ­ზო­ლი ორ­გა­ნიზ­მში შე­იძ­ლე­ბა სა­სუნ­თქი ორ­გა­ნო­ე­ბი­დან ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კა­ნი­დან მოხ­ვდეს და მწვა­ვე, ზოგ­ჯერ კი ქრო­ნი­კუ­ლი მო­წამ­ვლა გა­მო­იწ­ვი­ოს.

წყარო: ambebi.ge