საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას რუსეთის მიერ ზოგიერთ პროდუქციაზე ემბარგოს დაწესების საკითხზე.

კობახიძის თქმით, იმედი აქვს, რომ საკითხის გადაწყვეტა მოხერხდება.

„ემბარგოს საკითხზე გრძელდება მუშაობა, ვერკვევით საკითხში და იმედი გვაქვს, რომ მალე მოხერხდება ამ გადაწყვეტილების შემოტრიალება“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, „როსპოტრებნადზორმა“ ზოგიერთი სახეობის ქართული ღვინისა და მინერალური წყლის, ასევე „კოკა-კოლას“ იმპორტი და რეალიზაცია აკრძალა.

1tv.ge