„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს Bridgestone-ის პრემიუმ ხარისხის ზამთრის საბურავების შეძენას საქართველოსა და ამიერკავკასიაში უპრეცედენტო Trade-in აქციით სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში ავტომობილის მფლობელებს შეუძლიათ, ჩააბარონ ნებისმიერი ბრენდის ძველი საბურავები და ზამთრის ახალი საბურავების შეძენისას თითოეულზე 130 ლარამდე დაზოგონ, დისკის ზომის მიხედვით. შეთავაზება მძღოლებს საშუალებას აძლევს, ძველი საბურავები ახლით ჩაანაცვლონ და ავტომობილი ცივი სეზონისთვის დროულად მოამზადონ.

აქცია 15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით იმოქმედებს „თეგეტა მოტორსის“ ოთხ ფილიალში: თბილისში - ცენტრალურ ფილიალში, აღმაშენებლის ხეივნის N129-ში და ვაკის ფილიალში, უნივერსიტეტის ქუჩის N6-ში; ასევე ბათუმის ფილიალში, გაგარინის ქუჩის N1-ში და ქუთაისის ფილიალში, ნიკეას ქუჩაზე.

დავით ჩხაიძე, „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: „პირველად საქართველოსა და ამიერკავკასიაში მხოლოდ „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებელს შეუძლია ძველი საბურავითაც კი მიიღოს სარგებელი. ავტომობილის მფლობელებს საშუალება აქვთ, ძველი საბურავების ღირებულება Bridgestone-ის ზამთრის ახალი საბურავების შეძენისას გამოიყენონ, ავტომობილი ზამთრის სეზონისთვის დროულად მოამზადონ და, „თეგეტა მოტორსთან“ ერთად, გაიარონ მეტი უსაფრთხოდ.

საბურავების სეზონური ცვლილება ავტომობილის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ტემპერატურის კლებასთან ერთად, იცვლება გზის საფარისა და მართვის პირობები, განსაკუთრებით წვიმის, თოვლისა და მოყინვის დროს. Trade-in ჩვენს მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, შეიძინოს Bridgestone-ის საბურავები, რომელიც გამოირჩევა სტაბილურობითა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით“.

Trade-in-ის აქციის ფარგლებში, მომხმარებელს შეუძლია, ჩააბაროს მინიმუმ ორი ან მაქსიმუმ ოთხი ძველი საბურავი, მათი ბრენდისა და მდგომარეობის მიუხედავად. ფასდაკლების ოდენობა კი განისაზღვრება საბურავების პროტექტორის სიმაღლისა და დისკის ზომის მიხედვით. ოთხი საბურავის ჩაბარებისა და ამავე რაოდენობის ახლის შეძენისას ჯამური დანაზოგი 520 ლარამდეა, ხოლო ორი საბურავის შემთხვევაში - 260 ლარამდე. თითოეული მომხმარებლისთვის კონკრეტული სარგებელი საბურავების შეფასების შემდეგ დადგინდება.

Bridgestone ინდუსტრიის წამყვანი მწარმოებელია, რომლის პროდუქცია სხვადასხვა ტიპის ავტომობილისა და საექსპლუატაციო პირობებისთვისაა განკუთვნილი. საბურავების შემუშავებისას იაპონური ბრენდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ისეთ მახასიათებლებს, როგორებიცაა: მოჭიდება, მართვის სტაბილურობა და უსაფრთხოება ნებისმიერ ამინდში. ზამთრის საბურავების შერჩევისას კი გადამწყვეტია, რომ კონკრეტული მოდელის ტექნიკური მონაცემები ზუსტად შეესაბამებოდეს სეზონსა და გზის პირობებს.

„თეგეტა მოტორსის“ Trade-in შეთავაზება მომხმარებელს საშუალებას აძლევს, პრემიუმ ხარისხი ბევრად ხელსაყრელ ფასად მიიღოს. აქცია Bridgestone-ის ბრენდის ზამთრის ყველა საბურავზე ვრცელდება, რაც მძღოლს თავისი ავტომობილისთვის ოპტიმალური ვერსიის შერჩევას უადვილებს.

Trade-in შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა, მომხმარებელმა 15 ნოემბრის ჩათვლით მიმართოს აქციაში ჩართულ ფილიალს, წარადგინოს ორი ან ოთხი ძველი საბურავი და თავისი ავტომობილისთვის შესაფერისი Bridgestone-ის პრემიუმ ხარისხის ზამთრის საბურავები შეღავათიან ფასად შეიძინოს.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.