ოცნებობთ საზღვარგარეთ ცხოვრებაზე, მაგრამ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, სად წახვიდეთ? მაშინ, შესაძლოა, ყურადღება მიაქციოთ ამ ახალ რეიტინგს.

Nomad Capitalist-ის მიერ მომზადებულმა „Nomad Lifestyle Index“-მა 63 მიმართულება ხუთი კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა: ბუნება და კლიმატი; გადასახადები; რეზიდენტობა და ხელმისაწვდომობა; უსაფრთხოება და თავისუფლება; ასევე, ცხოვრების ხარისხი და ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებების ფარგლებში, რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებული იყო ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ჰაერის ხარისხი, ექსტრემალური ამინდის მოვლენების რისკი, კანონიერი რეზიდენტობისა და მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობები, გლობალური მშვიდობის ინდექსი, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, ცხოვრების ღირებულება და ინტერნეტის სიჩქარე.

მონაცემების დამუშავების შემდეგ გაირკვა, რომ საუკეთესო ათეული ევროპული ქვეყნებისგან შედგება; მათ შორისაა პირველ ადგილზე მყოფი მონაკოც.

თითოეულ დანიშნულების ადგილს ხუთი ძირითადი მიმართულებიდან თითოეულისთვის 100-ქულიანი სისტემით შეფასება მიენიჭა; აღნიშნული შეფასებები კი, თავის მხრივ, საერთო ქულის გამოსათვლელად იქნა გამოყენებული.

მსოფლიოს 10 საუკეთესო ადგილი საცხოვრებლად

1. მონაკო – 73.89
2. ანდორა – 73.68
3. არაბთა გაერთიანებული საამიროები – 73.15
4. მალტა – 72.11
5. პორტუგალია – 70.09
6. კვიპროსი – 68.42
7. სინგაპური – 67.12
8. კაიმანის კუნძულები – 66.50
9. ახალი ზელანდია – 66.43
10. შვეიცარია – 65.44

ვრცლად euronews – ზე