2026 წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 6.1%-ით გაიზარდა და 6.2 ტვტ.სთ შეადგინა. იმპორტისა და თბოგენერაციის წილი ჯამურ მიწოდებაში 36.3% შეადგენდა (vs 31.1% 2025 წლის 5 თვეში), - ინფორმაციას Galt & Taggart საქართველოს ენერგეტიკის მაისის მიმოხილვაში ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გაზრდილი იმპორტ-დამოკიდებულება იანვარ-აპრილში და შემცირებული ექსპორტი მაისში საქართველოს სეზონურ გამოწვევებს უსვამს ხაზს.
„მთლიანობაში, 2026 წლის მონაცემები მიუთითებს ისეთი გენერაციის ობიექტების განვითარების საჭიროებაზე, რომლებიც პასუხობენ საქართველოს სეზონურ გამოწვევებს, მაგალითად რეზერვუარიანი ჰიდროსადგურებისა და ქარის სადგურების. ამასთან, მონაცემები ხაზს უსვამს ენერგიის დამაგროვებლებისა და საექსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას.
ადგილობრივი მოხმარება წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა. წლიური ზრდა დაფიქსირდა ყველა სეგმენტში:
• აფხაზეთის რეგიონი: +6.6%
• პირდაპირი მომხმარებლები: +5.8%
• საცალო მომხმარებლები: +2.1% მოხმარების ზრდა უკავშირდება როგორც კლიმატურ ფაქტორებს, ასევე ენერგოინტენსიური საწარმოების გააქტიურებას“, - წერია მიმოხილვაში.