დასრულდა საფრანგეთის საკალათბურთო ჩემპიონატი, რომლის ფინალში მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილი „მონაკო“ „პარიზს“ ხვდებოდა.

რეგულარული ეტაპი პარიზელებმა მოიგეს, შესაბამისად, ფინალში მოედნის უპირატესობა მათ მხარეს იყო. თუმცა მონაკოელებმა ფინალური სერია მაღალ დონეზე ჩაატარეს და ანგარიშზე 2:2, გადამწყვეტი მატჩი სტუმრად მოიგეს.

მეოთხე პერიოდის წინ პარიზელები 81:73-ს იგებდნენ, თუმცა დასკვნით 10 წუთში მარკოიშვილის გუნდმა 28:11 იმარჯვა, საბოლოოდ კი 101:92 დაამარცხა „პარიზი“ და საფრანგეთის ჩემპიონობა მოიპოვა.

წყარო: „პირველი არხი“